ბათუმში, "ოცნების ქალაქის" დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

20.03.25 11:53
ბათუმში, "ოცნების ქალაქის" დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბარაკში გაჩნდა და საოჯახო ნივთები დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ერთი ბარაკის სახურავი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მსგავსი სიახლეები