სტუდენტები: პოლიციამ ლეიბები, ბალიშები და პუფები დააპატიმრა
დაპატიმრებულია ლეიბები, ბალიშები და პუფები - უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ გომელაურის პოლიციამ, ქუჩაში, ღამის გასათევად საჭირო ნივთების გარეშე დატოვა.
უკვე მესამე დღეა, პარლამენტთან სტუდენტები ღამეებს ათენებენ. გუშინ, ახალგაზრდების მხარდასაჭერად მოქალაქეებს სურდათ, თუმცა მათი თქმით, მანქანებით შეეტანათ ლეიბები და პუფები, თუმცა ავტომობილი გაურკვეველი მიზეზით საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
სტუდენტები ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ, ახალგაზრდების პროტესტი, განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ფონდებს ყადაღა დაადეს.
თსუ-დან მოგვქონდა ლეიბები, პუფები, ბალიშები და საძილე საშუალებები, რომ მეტად უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის ღამის გათენება. მთელი ამ დროის განმავლობაში, "შკოდის" მარკის ავტომობილი დაჰყვებოდა უკან ჩვენს თანამებრძოლს და მაშინ, როცა მანქანა დააპარკინგა, პოლიციამ მოსთხოვა საბუთები და დაიწყეს მანქანის გაჩხრეკა, ნუ, როგორც თვითონ ეძახიან, მანქანის ზედაპირული დათვალიერება, ზედაპირული დათვალიერების შედეგად, დაახლოებით, 40 წუთი დაგვაყოვნეს და არ გვეუბნებოდნენ არაფერს, არც გვეუბნებოდნენ რის საფუძველზე გაგვაჩერეს, რას ეძებდნენ, რაიმე კანონსაწინააღმდეგო გვქონდა თუ არა. 40 წუთის შემდეგ გაიტაცეს მანქანა თავისი ლებებით, ბალიშებით და პუფებით"- თქვა სტუდენტმა.