რაც პოლიციამ სახლში ჩემი ორწლინახევრის ტყუპები და ძიძა დააწიოკა, დღეს ფოსტამ 5000 ლარიანი ჯარიმა მომართვა - ბოკუჩავა
"ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 5000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, ჯარიმის ქვითარი ცოტა ხნის წინ ფოსტით მიუტანეს.
სასაცილოები ხართ, თუ გგონიათ 13 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ვინმეს ჯარიმით შეაშინებთ - წერს ბოკუჩავა.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩვენს საცხოვრებელ სახლში ჩემი ორწლინახევრის ტყუპები და მათი ძიძა დააწიოკა, დღეს უკვე ფოსტამ მომართვა 5000 ლარიანი ჯარიმა. სასაცილოები ხართ, თუ გგონიათ 13 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ვინმეს ჯარიმით შეაშინებთ", - წერს თინა ბოკუჩავა.