მზადება "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარშისთვის - არასამთავრობოების ბრიფინგი

20.03.25 15:33
მზადება "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარშისთვის - არასამთავრობოების ბრიფინგი

თბილისი 22 მარტის აქციისთვის ემზადება - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს და „მეგობარი აქტის“  მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

არასამთავრობოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ „მეგობარი აქტი" საქართველოს რუსული, ჩინური და ირანული გავლენების დაძლევასა და დემოკრატიის განმტკიცებაში დაეხმარება, ამიტომაც მათი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ 22 მარტს, „მეგობარი აქტის" მხარდამჭერ აქციაში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. 

"მეგობარი აქტი" არის ქართული დემოკრატიის და ქართველი ხალხის მხარდამჭერი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოხატოს მხარდაჭერა 22 მარტს გამართულ მიტიგნგზე, რომელიც ორგანიზდება და მსვლელობა დაიწყება 22 მარტს მარჯანიშვილის მოედნიდან და მივა პარლამენტამდე. ძალიან მნიშვნელოვანი დროა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც სერიოზული საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას არა მხოლოდ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების, არამედ მთლიანად ქართულ დემოკრატიას და ამ დროს ჩინური და რუსული გავლენები სეიროზულად იზრდება საქართველოში. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ და დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას, ამისათვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის შეკრებას 22 მარტს, ამ აქტის მხარდაჭერას და ქართული დემოკრატიის დანახებას", - განაცხადა "საქართველოს ატლანტიკური საბჭო"-ს წარმომადგენელმა, გიორგი მუჩაიძემ.

  • აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ. 
  • აქცია პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეუერთდება. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი კი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია შტატებმა თვალნათლივ დაინახოს, რომ ქართველი ხალხის მეგობრობა მათდამი ურყევია.

ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ქართველ ხალხს უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორება ამერიკასთან. მნიშვნელოვანია, რომ შტატებს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის მეგობრობა მათდამი ურყევია", - ამბობს გიორგი ონიანი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ კი ბრიფინგზე ამერიკისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ შტატები ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხსი დასახმარებლად.

ის რომ საქართველო არის შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ამისთვის აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს, რომელიმე მთავრობას კი არ ეხება ეს, არამედ ამერიკის ინტერესს და ამიტომაც არის ეს კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა", - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ. 

27 მარტს ამერიკის სენატი "მეგობარი აქტს "განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. 

"მეგობარი აქტის" წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს. 

  • საქართველოს მოქალაქეები 112 დღეა უწყვეტ პროტესტს მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა-ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთვისუფლებაა. 

 

მსგავსი სიახლეები