როგორ ეხმარებოდა ფონდები სტიქიით დაზარალებულებს - ისტორიები გურიიდან

20.03.25 16:22
როგორ ეხმარებოდა ფონდები სტიქიით დაზარალებულებს - ისტორიები გურიიდან

დაყადაღებული ფონდების საქმე - გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანები "პირველებთან" იმ სიკეთეებზე ყვებიან, რომლებიც ფონდების დახმარებით მათ მოხალისეებმა აღმოუჩინეს.

გურიის მკვიდრი ამბობს, რომ ფონდისთვის დახმარების თხოვნით ჰქონდა მიმართული, როდესაც დაუკავშირდნენ მის სოფელში თოვლი იმდენად დიდი არ იყო, ამიტომაც სოფელ ნატანებში იმ ოჯახში გაუშვა, სადაც ორ ქალთან ერთად შეზღუდული შესაძლობის მქონე ბავშვი ცხოვრობდა. 

გზა გაუკვალეს, მიუტანეს პროდუქტები, ვიცი, რომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ - ამბობს გურიის მკვიდრი.

ხანდაზმულები ცხოვრობდნენ და ძველი ბინა იყო, განაცხადაი გავაკეთე, რომ შეგვხმიანებოდნენ. დაგვიკავშირდნენ მართალი გითხრათ, მაგრამ იმ პერიოდში შეჩერდა თოვლი, ამიტომ ჩავთვალე, რომ უფრო მაღალმთიან სოფლებს უჭირდა და მოვხსენი ეს განაცხადი. ვიცი ასევე, რომ ჩემს ახლობლებს სოფელ ნატანებში, შეზღუდული შესაძლობის მქონე შვილი ჰყავს. მარტო იყო დედასთან ერთად, იმ დედასაც თავისი პრობლემები აქვს, ასაკშია. გზა გაუკვალეს, მიუტანეს პროდუქტები, ვიცი, რომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რომ ზრუნავდნენ მასზე", - ამბობს გურიის მკვიდრი. 

ცნობისთვის, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“. 

მსგავსი სიახლეები