მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებას "ტვ პირველი" სააპელაციოში ასაჩივრებს

20.03.25 17:29
მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებას "ტვ პირველი" სააპელაციოში ასაჩივრებს

მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებას "ტვ პირველი" სააპელაციოში ასაჩივრებს.  საქმე ეხება ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმის განხილვისას მოსამართლის ქცევას, რა დროსაც მახარობლიძემ მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

  • ჟუნალისტებს აინტერესებდათ, რატომ არ მიეცა გელა უძილაურის საქმის განხილვისას "ტვ პირველს" ფოტოგადაღების უფლება, როცა მოთხოვნა ამის შესახებ კანონის სრული დაცვით არსებობდა. თუმცა პასუხების ნაცვლად, მოსამართლემ ჟურნალისტები ფეხზე წამოაყენა, ჯერ საჯაროდ შენიშნვნა მისცა, ბოლოს კი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ადვიოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც აუცილებელია რეაგირება შემდეგ ინსტანციაში მოჰყვეს.

ტელეკომპანია პირველი ითხოვდა ფოტო-გადაღების უფლებას, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა ვიდეო-გადაღების უფლებას, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლე მიუდგა დისკრიმინაციურლად ამ საკითხს და განიხილა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადება, რომლითაც მათ მიანიჭა. როგორც ფოტო, ასევე ვიდეო გადაღების უფლება. რეალურად, მათ ეს არ სურდათ და ფოტოგრაფიც არ ჰყავდათ წამოყვანილი მაშნ, როდესაც ტვ პირველის ფოტოგრაფი უკვე დარბაზის წინ ელოდებოდა დაშვებას, რომ გადაეღო ერთ-ერთი ბრალდებულის პროცესი. სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და მეტიც, ჟურნალისტებს არ მისცა საშუალება, რომ მინიმუმ, ფაქტობრივი შეცდომა, რაც დაუშვა მოსამართლემ და არც მიაქცია ყურადღება განცხადებებს. ამასთან დაკავშირებით მითითება მოესმინა ჟურნალისტების მხრიდან და ისინი გააძევა სასაამრთლო პროცესიდან და გააძევა არა მხოლოდ ამ პროცესიდან, არამედ ამ ბრალდებულთან დაკავშირებულ ყველა პროცესიდან. აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილებებს ვერ დავტოვებთ უპასუხოდ და ვასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები