სინდისის პატიმრებთან ყოველი შესვლა საზოგადოების და სხვა ბრალდებულების მოკითხვით იწყება - ადვოკატი
სინდისის პატიმრები პირველი რასაც აკეთებენ, სხვა ბრალდებულებთან მოკითხვაა, ის რომ ამ ბრძოლაში ერთად არიან და აპირებენ, ბოლომდე იყვნენ - ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, რეჟიმის ყველა ტყვემ იცის, რომ მათი საქმეები სამართლებრივი ჩარჩოს გარეთაა და ისიც იციან, რომ რეჟიმი პოლიტიკური ნიშნის გამო სჯით.
პირველი რაც სჭირდებათ პატიმრებს, ეს არის ინფორმაციის მიწოდება მათთვის. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ საშუალება ტელევიზია გადაახვიონ. პირველი შესვლა იწყება საზოგადოების მოკითხვით, როგორი მდგომარეობა არის გარეთ და რამდენად აქტიურია პროტესტის ტალღა და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მათთვის ყოველთვის არის სასიხარულო. პირველი, რასაც გვაბარებენ, რომ პირველი რასაც აკეთებენ, არის სხვა ბრალდებულებთან მოკითხვა, ის რომ ამ ბრძოლაში ისინი არიან ერთად და აპირებენ, რომ ბოლომდე იყვნენ ისე მხნედ, როგორც არიან. ანდრო არის მხნედ და იცის რამხელა საქმეში არის, მან იცის რომ მისი საქმე არ არის მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში ჩამჯდარი და იცის, რომ პოლიტიკური მოტივივაცია ყველაზე მეტია ამ საქმეში, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელიმე საქმესტან დაკავშირებით", - აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი.