მზადება დიდი საპროტესტო მარშისთვის - "მეგობარი აქტის" განხილვამდე თბილისი ისევ ქუჩაში გამოდის

20.03.25 20:27
მზადება დიდი საპროტესტო მარშისთვის - "მეგობარი აქტის" განხილვამდე თბილისი ისევ ქუჩაში გამოდის

დიდი პროტესტის დღე თბილისში - "მეგობარი აქტის" განხილვამდე 5 დღით ადრე საქართველოს დედაქალაქი ისევ ქუჩაში გამოდის. 22 მარტი, 20:00 საათი - შეკრების ადგილი მარჯანიშვილის მოედანი იქნება. 

22 მარტს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააგონებს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლითვის არ შეწყდება. 

ამ დღეს თბილისის ქუჩები საქართველოს და ამერიკის დროშებით გადაივსება.

სენატში დაგეგმილი კანონპროექტის განხილვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის დასტურია, რომ ამ ბრძოლაში ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას. მათი თქმით, სწორედ "მეგობარი აქტი" იქნება ოლიგარქის რეჟიმისთვის ახალი და ბევრად უფრო მკაცრი სანქციების საფუძველი.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.