დაყადაღებული ფონდების საქმე და მკურნალობის გარეშე დარჩენილი ადამიანები

20.03.25 20:34
დაყადაღებული ფონდების საქმე და მკურნალობის გარეშე დარჩენილი ადამიანები

მშობლები, რომელთა შვილების მკურნალობას "ნანუკას ფონდი" ძვირადღირებული წამლებით და უცხოეთის კლინიკებამდე ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფდა, გენერალურ პროკურატურად ფონდებზე ყადაღის ახსნის მოთხოვნით მიმართავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 24-საათიან აქციებს აანონსებენ.

თუ გაბიტაშვილის უწყება არ განმარტავს, რატომ ტოვებს მათ შვილებს ფონდების დახმარების გარეშე - უწყვეტი პროტესტი გარდაუვალია.

მანამდე კი "ადამიანის უფლებათა ცენტრი" გაბიტაშვილის უწყების უკანონო და დაუსაბუთებელ ყადაღას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც მოქალაქეებს კოლოსალური რაოდენობის ჯარიმების გადახდაში ეხმარება, ყადაღის მოხსნას და გამოძიების შეწყვეტას ითხოვს.

დაყადაღებასთან დაკავშირებით სასამართლოს დადგენილება ჯერჯერობით, ყველა ფონდს არ ჩაბარებია - ისინი სამართლებრივი გზებით ბრძოლას აანონსებენ, რადგან თვლიან,რომ ივანიშვილის რეჟიმი მათ სოლიდარობის გამო სჯის.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.