შიმშილობის მე-9 დღეს გიორგი ჩიკვაიძე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

20.03.25 20:32
შიმშილობის მე-9 დღეს გიორგი ჩიკვაიძე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

შიმშილობის მეცხრე დღეს გიორგი ჩიკვაიძე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ვეღარ დადის, უჭირს საუბარი, მდგომარეობა ძალიან მძიმეა" - ეს ამბები გამოიტანა დღეს გლდანის ციხიდან ეკა ბესელიამ, რომელმაც ბიზნესმენი ციხეში პრეზიდენტ ზურაბიშვილის თხოვნით მოინახულა.

მარცხენა კიდურს საერთოდ ვეღარ გრძნობს, ვერ გადაადგილდება - ამბობს ჩიკვაიძის დედა.

ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ პატიმარ ბიზნესმენს ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული, თუმცა ის მრავალპროფილურ კლინიკაში მაინც არ გადაიყვანეს. ჩიკვაიძე იმდენად ცუდად იყო, რომ დღეს უფლებადამცველთან შეხვედრაზე ეტლით მიიყვანეს. ამის მიუხედავად  ოლიგარქის პატიმარი დანებებას არ აპირებს და შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.