პუტინი საუდის არაბეთში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან მოსალაპარაკებლად სერგეი ბესედას აგზავნის
პუტინი საუდის არაბეთში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან მოსალაპარაკებლად სერგეი ბესედას აგზავნის. დღეს ცნობილი გახდა, იმ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც 24 მარტს მოლაპარაკებების მნიშვნელოვან რაუნდში ჩაერთვება. ერთი გრიგორი კარასინია, მათ შორის საქართველო საკთხების კურატორი რუსეთში და მეორე სერგეი ბესედა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხობის სამსახურის მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინის და საქართველოს კურატორია.
- 2022 წელს ომის დაწყებას უკრაინაში სწორედ ბესედას დასვკნებს უკავშრიდებდნენ, მაშინ მედია წერდა, რომ მისი დასკვნებს დაეყრდნო პუტინი, როდესაც ეიმედებოდა რომ სულ რამდენიმე დღეში უკრიანას აიღებდა და ხალხი იქ რუსებს დიდი პატივით დახვდებოდა. 2022 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბესედა დააკავეს, რადგან მისი დაკსკვნები მცდარი აღმოჩნდა, თუმცა როგორც ჩანს ბესედას რუსეთის მთავარ მომლაპარაკებლად აბრუნებს.
ნაწილობრივ ზავზე შეთანხმება მიღწეულია თუმცა მთავარი საკითხი, რომელმაც მშვიდობა უნდა უზრუნველყოს ბუნდოვანია.
მოლაპარაკებების პარალელურად "პოლიტიკო" წერს, როგორ ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია ზელენსკის ზურგსუკან მოქმედებას. გამოცემის ცნობით, წნეხის გასაზრდელად ტრამპის წარმომადგენლები, მათ შორის ტრამპ უმცროსი, ტაკერ კარლსონი და სტივ უიტკოფი ზელენსკის ოპოზიციას ფარულად ელაპარაკებიან. არჩევნების სწრაფად დანიშვნა უკრაინაში ერთ-ეერთი მთავარი საკითხია. ტრამპის ადმინისტრაცია ნებისმიერ ფასად აპირებს შეთანხმების მიღწევას.
ტრამპი ჯერ პუტინს ელაპარაკა თითქმის 2 საათი, შემდეგ ზელენსკის. ახლა საუდის არაბეთში შედგება მოლაპარაკებები. უკრაინა ცეცლის შეწყვეტას დათანხმდა, თითქოს რუსეთიც. საკითხავია, შეასრულებს თუ არა პუტინი პირობებს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.