“მკვლელობის შემდეგ დანა გარეცხა და 112-ში დარეკა” - "პირველებმა" გლდანში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები გაარკვია

20.03.25 20:13
“მკვლელობის შემდეგ დანა გარეცხა და 112-ში დარეკა” - "პირველებმა" გლდანში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები გაარკვია

გლდანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - სასამართლო სხდომაზე, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს, საქმის პროკურორმა თქვა, რომ აზამატ გატიევმა მეზობელს, რომელთან ერთადაც წელიწადნახევარი ცხოვრობდა, დანით 10 ჭრილობა მიაყენა, მკვლელობის შემდეგ კი დანაშაულის ირაღი - დანა გარეცხა, 112-ში ზარი განახორციელა და სახლში ელოდებოდა პოლიციელების მისვლას.

  • გულსა და ყელში მიყენებული მძიმე დაზიანებებით დავით თედეშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა როგორც პროკურორმა "პირველებს" უთხრა, გატიევმა ადგილზე მისულ პოლიციელებს უთხრა, რომ მეგობარი პირადი უთანხმოების გამო მოკლა.

მკვლელობა მოხდა ნაქირავებ ბინაში, სადაც როგორც გარდაცვლილი ისევე ბრალდებული, მესაკუთრის ჩვენებით დაადგენილი არის რომ დაახლოებით წელიწადნახევარი ცხოვრობდნენ. მკვლელობა განხორიცელდა დანის გამოყენებით, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გარეცხა და გარეცხილი დანა დადო შემთვევის ადგილას და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მისვლისას მიუთითა, რომ ის დანა იყო ის იარაღი რომლითაც განახორციელა მკვლელობა. 

112-ში შეტყობინება თავად გააკეთა თავისი მობილურით და შემთხვევიდ ადგილასაც ელოდებოდა სამართალდამცველებს. გამოძიების ეტაპზე ის ოფიციალურად დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ბრალდებული დააკავეს, მათ განუმარტა, რომ პირადი უთანხმოების გამო მოკლა მისი ნაცნობი და მეგობარი. ერთად მივიდნენ ბინის მესაკუთრესთან და ბინის მესაკუთრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ რამდენიმეჯერ უნახავს ისინი ერთად ბინაში". - განაცხადა პროკურორმა.

გატიევის ადვოკატმა კი მისი ფსიქიკური ექსპერტიზა მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობას დღეს პროცესზე დაეთანხმა ბრალდების მხარეც. გატიევს, სავარაუდოდ, 2 კვირის მერე გადაიყვანენ ექსპერტიზაზე და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, სად მოიხდის სასჯელს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული - ციხეში, თუ ფსიქიატრიულ კლინიკაში.

"დეტალებზე არაფერს ამბობს, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, რაც წერია - დანა გარეცხა, დარეკა 112-ში, ეს უშუალოდ ცნობილია პატრულ-ინსპექტორებისგან, რომლებიც გამოკითხულნი არიან. რაც  შეეხება მის მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ მას შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა",- განაცხადა ადვოკატმა. 

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

  • მკვლელობა გლდანში, ნინოშვილის ქუჩაზე 19 მარტს მოხდა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები