სადამსჯელო კამპანია აქტივისტების წინააღმდეგ და ერთმანეთის მიყოლებით მიტანილი ჯარიმის ქვითრები

20.03.25 20:55
სადამსჯელო კამპანია აქტივისტების წინააღმდეგ და ერთმანეთის მიყოლებით მიტანილი ჯარიმის ქვითრები

სადამსჯელო კამპანია აქტივისტების წინააღმდეგ - ლაშა კაცია, რომელსაც არც მანქანა ყავს და არც მართვის მოწმობა აქვს, ავტომობილით გზის გადაკეტვის გამო დააჯარიმეს, აქციის მონაწილეები კი ჩაბარებულ ქვითრებს აღარ ითვლიან. იციან, რომ დილა რომ გათენდება მათთან ფოსტალიონად ქცეული დეტექტივები მივლენ და ახალ ჯარიმას ჩააბარებენ.

არ ინდობენ არც სინდისის პატიმრების მშობლებს. ზვიად ცეცხალძის დედას უკვე მე-9 ჯარიმა გამოუწერეს, მესამე ჯარიმა მიიღო მსასხიობმა ბაჩო ქაჯაიამ, მე-4 ჯარიმა და ჯამში 25 ათასი ლარი აქვს დაკისრებული აქტივისტ გელა ხასაიას, 5000  ლარის ჯარიმა ფოსტით ჩააბარეს ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს  თინა ბოკუჩავას. სამიზნე არიან თავისუფალი სიტყვის დამცველი ჟურნალისტებიც, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს 2 ჯარიმა ერთდროულად ჩააბარეს. გზის გადაკეტვას უკვე მეორედ ედავებიან პარტია "ახალის" პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ მირანდა ბაღათურიას.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.