4 შვილის დედა ვარ, მაგრამ მე ერთადერთი დედა არ ვარ, რომელიც მათ არ აინტერესებთ-მერიის ყოფილი თანამშრომელი
ჩემი გამოშვება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჩემი იქ მუშაობის პერიოდში იმდენი გულგრილობა და დაუნდობლობა ვნახე, ბენეფიციარების მიმართ, არც გამკვირვებია ეს გადაწყვეტილება - ამის შესახებ მერიის ყოფილმა თანამშრომლემა, მარიამ კანდელაკმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის ხელფასი, რომელსაც მერიაში იღებდა, ერთადერთი სტაბილური შემოსავალი იყო, რომლითაც გადასახადებს იხდიდა.
ჩვენ ვცხოვრობთ უკიდეურესად გაჭირვებულ ქვეყანაში. 4 შვილის დედა ვარ, მქონდა სტაბილური შემოსავალი, ერთადერთი ამ ხელფასით რა ხდებოდა, ვიჯექი, ვიხდიდი გადასახადებს, მეორე დღეს კი ხელფასიდან არცერთი თეთრი აღარ მრჩებოდა. მე მყავს ასევე სპეციალური საჭიროების მქონე შვილი, რომელსაც სჭირდება ინტენსიური თერაპიები, რათა არ დამძიმდეს. მე ერთადერთი დედა არ ვარ, რომელიც მათ არ აინტერესებთ, არც ის აინტერესებთ რამდენი შვილი ჰყავთ და პრობლემები აქვთ მათ შვილებს“, - განაცხადა მარიამ კანდელაკმა.