საქართველოს საზღვართან ახლოს 2 მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 29-31 კილომეტრში, სომხეთის ტერიტორიაზე, დღეს, გამთენიისას 2 მიწისძვრა მოხდა.
პირველი მიწისძვრა 3.9 მეორე კი 4.3 მაგნიტუდის იყო.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 05:03:31 და 005:03:24 საათებზე დაფიქსირდა.