ჩაუვარდა თუ არა ოლიგარქს რუხაძის დახმარებით სანქციების თავიდან არიდების გეგმა? - რას ამბობენ ეკონომისტები
ჩაუვარდა თუ არა ოლიგარქს რუხაძის დახმარებით სანქციების თავიდან არიდების გეგმა? ეკონომისტებს აქვთ ეჭვი, რომ სწორედ მოახლოებული სანქციების შიშით გადასცა ბიძინა ივანიშვილმა მთავარ პროპაგანდისტს "ჰაიდელბერგცემენტის" საკონტროლო პაკეტი.
ამასთან, ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანის განმარტებით, "ოცნების" მთავარ იარაღს ახლა პროპაგანდისტული ტელეიმედი წარმოადგენს. მისი თქმით, "იმედი", რომელიც ბოლო წელია წაგებაზე მუშაობს, მმართველი კლასის ინტერესებს ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეკონომისტი ფიქრობს, რომ აღნიშნული კომპანია სწორედ ყოფილ "ჰაიდელბერცემენტიდან" ფინანსდება, თუმცა ესეც ახლა უკვე რისკის ქვეშაა.
ერთ-ერთი თუ არა, მთავარი იარაღი, რაც გააჩნია „ქართულ ოცნებას“ დღეს, ეს არის ტელეკომპანია „იმედი“, როგორც პროპაგანდისტული იარაღი. ეს არ არის ბიზნესი. ეს რომ ყოფილიყი, რეალურად, ბიზნესი, ის აღარ იარსებებდა უკვე დიდი ხანია. ეს არის კომპანია, (ტელეიმედს ვგულისხმობ), რომელმაც 6 წლის განმავლობაში 250 მლნ ლარი წაგება ნახა და წესით, ასეთი კომპანიები ძალიან მალე იხურება. ეს არის ზომბი კომპანია, რომელიც ემსახურება მმართველი კლასის ინტერესებს. თუ ჩვენ მივიღებთ ამ სცენარს, ვაღიარებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პროქსი მესაკუთრეების საშუალებით საკუთარი ბიზნესების, აქტივების არიდებას სანქცირებისგან, ანუ ბიძინა ივანიშვილი როგორც პროქსი მესაკუთრე აქტივების, უკვე რისკია მეტად, ვიდრე შესაძლებლობა. რაც შეეხება კავშირებს „იმედთან“ და ყოფილ „ჰაიდელბერცმენეტთან“, გასაგები ხდება, რომ ასეთი ზომის წამგებიანობის კომპანია, როგორიც არის ტელეიმედი, საიდანმე უნდა დაფინანსდეს, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი აქტივი არის სწორედ ეს ცემენტის კომპანია, - ამბობს ხიშტოვანი.
ეკონომისტი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ რუხაძე ივანიშვილის საყრდენი არა მხოლოდ პროპაგანდისტული მიმართულებით არის, არამედ მის ბიზნესმაქინაციებშც ჩართულია. ამასთან, სპეციალისტის თქმით, დიდი ბრიტანეთიდან მოსალოდნელი სანქციები ივანიშვილისთვის და რუხაძისთის რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნება, რადგან ისინი ბიზნესპროცესებიდან გარიყულები აღმოჩნდებიან.
ნათელია, რომ ირაკლი რუხაძე ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია არა მხოლოდ პროპაგანდის მიმართულებით, არამედ მისი ბიზნესპარტნიორი და გარკვეულ მაქინაციებში, როგორც ჩანს, თანამონაწილეა. მათ შორის იყო „ქართუ ცემენტთან“ დაკავშირებით გაუგებარი ტრანზაქციები, როდესაც ჯერ სრულად გამოისყიდა წილი რაკლი რუხაძისგან და შემდგომ 50%-ზე მეტი დაუბრუნა უკან, რომელიც ჰგავს იმ შემთხვევას, რომლის სანქცირებისგანაც ცდილობს, დაიცვას ქართული ცემენტის მონოპოლისსტური, ფაქტობრივად, წარმოება. საფინანსოს და რაღაცას რომ თავი დავანებოთ, დიდი ბრიტანეთისგან ადამიანის სანქცირება იმხელა დიდი რეპუტაციული ზიანია, რომ, ფაქტობრივად, ნორმალური ბიზნესპროცესებიდან ის არის გარიყული და ის ხდება მიუღებელი ნებისმიერი ნორმალური მსხვილი თუ საშუალო ბიზნესპარტნიორებისთვის. ეს ნიშნავს ბიზნესკარიერის დასრულება ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის ივანიშვილისთვის და რუხაძისთვის, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესის, ცემენტის ქარხნების საკონტროლო პაკეტი ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს ირაკლი რუხაძეს 2024 წლის დეკემბერს გადასცა.
- წილის მფლობელების შეცვლა დროში ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი ოლიგარქის დასანქცირებას, რაც კორუფციის მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ივანიშვილმა სანქციების შიშით, მრავალმილიონიანი ბიზნესი რუხაძის სახელზე უბრალოდ გადამალა. (ბიძინა ივანიშვილი შტატების სახელმწიფო ხაზინამ 27 დეკემბერს დაასანქცირა).
როდესაც გასული წლის ბოლოს, ცემენტისა და ბეტონის ბიზნესიდან მიღებული მოგება უნდა დაეთვალა, სწორედ მაშინ გადასცა ივანიშვილმა აქციების საკონტროლო პაკეტი ირაკლი რუხაძეს. თუ წილის გაყიდვამდე რუხაძე ამ ბიზნესის 45 % ფლობდა, ახლა უკვე 50 მთელი 5 მეათედი აქვს.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების დროს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა გენერალური ლიცენზია #116. ამ დოკუმენტის თანახმად, სანქცირებულია ყველა ის კომპანია, სადაც ბიძინა ივანიშვილს, წილის 50 % ზე მეტი აქვს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ მიზნით დაიტოვა საქცემენტის მფლობელ კომპანიაში 49,5%, რაც მისი გათვლებით კომპანიის სანქცირების რისკს შეამცირებდა.