ნამახვანჰესი აღარ აშენდება, ვარლამ გოლეთიანის პირველი კომენტარი

22.09.21 17:36
ნამახვანჰესი აღარ აშენდება, ვარლამ გოლეთიანის პირველი კომენტარი

ნამახვანჰესი აღარ აშენდება - თემაზე "პირველებთან" პირველი კომენტარი გააკეთა "რიონის ხეობის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა. 

მისი შეფასებით, "ეს სწორედ ის შედეგია, რაც ხალხს სურდა". 

გოლეთიანის მტკიცებით, ქვეყანა უფრო მეტ ზიანს მიიღებდა ,,ენკას" პროექტის განხორციელების შემდეგ, ვიდრე სარგებელს.

ჩვენ ხალხი არა, მაგრამ მთავრობა იზარალებს, რადგან ამ პროექტში მათი კონკრეტული კორუფციული ინტერესები იყო. რა გეგმაც ჩვენ გვქონდა, შედეგი მიღწეულია - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ნამახვან ჰესი საქართველში აღარ აშენდება, თურქული კომპანია "ენკა" ქვეყნიდან გადის  და საქართველოს წინააღმდეგ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სავარუდოდ სამართლებრივ დავას იწყებს. 800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური, რომლიც  მასშტაბური პროტესტის მიზეზი იყო თვეების განმავლობაში, აღარ აშენდება. თუმცა, სავარუდოდ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჩვენს ქვეყნას "ენკასთვის " კოლოსალური რაოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები