პოლიციამ აქციის მონაწილე ბიჭი იმის გამო დააკავა, რომ ტაშს უკრავდა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტაშის დაკვრის გამო დააკავეს - ვიდეომასალით დგინდება, რომ ახალგაზრდა მხოლოდ ტაშს უკრავს და პოლიცია ამის გამო აპატიმრებს.
თვითმხილველები "პირველებს" უყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცი ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენეს.
სველია ყველაფერი. რაც კი აქვთ, რაზეც დაჯდომა შეიძლება, ან რისი დაფარებაც შეიძლება, ყველაფერი არის სველი. სკამები მოიტანეს უბრალოდ. დასვეს აქ და ესაუბრებოდნენ. სპეციალურად არ ჩამოვედით ქვემოთ ზემოთმყოფები, რომ კონფრონტაციად არ ჩათვალონ და ესაუბრონ თვითონ ორ გოგონას-მეთქი. რომ შევხედეთ, ჩოჩქოლი ატყდა, ეჯიკავებოდნენ ბავშვებს, მერე ჩამოვედით. მიაქანებდნენ მანქანისკენ პლასტმასის სკამების გამო. ორი გოგონა, სტუდენტი, თითის ხელები, ჩატენეს მანქანაში. ბიჭი ტაშს უკრავდა უბრალოდ, რისთვის დაიჭირეთო ეკითხებოდა, ისიც ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. ტაშს უკრავდა ბიჭი და ერთი წინადადება თქვა, რატომ დააკავეთო. შენ რამდენს ლაპარაკობო უთხრეს და ჩატენეს მანქანაში". - განაცხადა თვითმხილველმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტები დააკავა. პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო. რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის არიან თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი.