საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ათობით დაწესებულება ბიუჯეტიდან 43 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს
სახელმწიფო საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ათობით დაწესებულებას ფინანსური დახმარების სახით ბიუჯეტიდან ჯამში 43 035 000 ლარს გადასცემს - შესაბამის განკარგულებას ხელი "ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
14 მარტს დათარიღებული დოკუმენტის თანახმად, დაფინანსებას 53 დაწესებულება მიიღებს.
დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, "საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით პროგრამის - "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 43 035 000.00 (ორმოცდასამი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით", - წერია დოკუმენტში.