პარლამენტთან პოლიცია აქციის მონაწილეებს ჩხრეკს

21.03.25 21:19
პარლამენტთან პოლიცია აქციის მონაწილეებს ჩხრეკს

 

პოლიცია პარლამენტთან უწყვეტი აქციის მონაწილეებს ჩხრეკს. "პირველებმა" გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, როგორ უმოწმებენ ე.წ. სამართალდამცველები ჩანთებს ყველას, ვინც საკანონმდებლო ორგანოსთან ჩაივლის. კითხვაზე, თუ რას ეძებენ, პოლიციელები პასუხობენ, რომ მართლსაწინააღმდეგო ნივთებს ნივთებს ეძებენ. სხვა ყველა კითხვას გომელაურის უწყების თანამშრომლები არ პასუხობენ. 

მოქალაქეების ჩხრეკას წინ უძღოდა პარლამენტთან უწყვეტ პროტესტში მყოფი სტუდენტების დაკავება, რომელიც ახალგაზრდების თქმით, ადგილზე სკამების მიტანამ განაპირობა. 

დაკავებული სეუს სტუდენტების ადგილსამყოფელი უცნობია.

დღეს რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვანახა თავისი სახე. სკამების გამო ჩატენეს მანქანაში და ამ დრომდე არ ვიცით, სად არიან ჩვენი მეგობრები. ჩემი აზრით, ეს უკავშირდება იმას, რომ გამორჩეულად კარგი ბავშვები არიან. ყოველ ღამეს ათევენ პარლამენტთან და იბრძვიან ჩვენი მომავლისთვის. არ დავნებდით, აქ ვიქნებით ჯერ სანამ არ გავიგებთ სად არიან ჩვენი მეგობრები. აქ ვართ, თქვენთან ერთად გავათენებთ ამაღამ. არ შევშინდებით, - ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.  

პარალელურად, რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. დედაქალაქის ცენტრში მოქალაქეები ტრადიციულად ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხივენ. 

რა ხდება რუსთაველის გამზირზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები