მკვლელობა მარნეულში - შურისძიების მოტივი სავარაუდოდ, გაუპატიურების მცდელობა გახდა

22.09.21 21:49
მკვლელობა მარნეულში -  შურისძიების მოტივი სავარაუდოდ, გაუპატიურების მცდელობა გახდა

სასტიკი მკვლელობა მარნეულში -  შურისძიების მოტივი სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მცდელობა გახდა. "პირველების" ინფორმაციით, 28 წლის ჯავიდ ჩოვდაროვი სოფელ იფნარში მკვლელობაში ბრალდებულების დის მეზობელი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულის მიმართ ძალადობის მცდელობა წარსულშიც არა ერთხელ ჰქონდა. 

28 წლის ჯავიდ ჩოვდაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ოსმან და ომან ტალიბოვების მეგობარსაც, რომელიც უმძიმეს ფაქტს შეესწრო და პოლიციას არ შეატყობინა. ეს უკანასკნელი დუმილის უფლებას იყენებს. 

მსგავსი სიახლეები