"გზავნილია, რომ ჟურნალისტები დაფიქრდნენ და წინააღმდეგობა არ გაწიონ" - გიგაური საზმაუს გადაწყვეტილებაზე

"გზავნილია, რომ ჟურნალისტები დაფიქრდნენ და წინააღმდეგობა არ გაწიონ" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური პირველი არხის ბორდის წევრების გადაწყვეტილებას.
- საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მედიას დაუპირისპირდეს და კრიტიკული ხმა ჩაახშოს.
ამ ხელისუფლებამ შეიძლება ჟურნალისტების დევნა სისხლის სამართლის წესით დაიწყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კონკრეტული აზრი დააფიქსირეს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ეს არის გზავნილი იმისთვის, რომ ჟურნალისტები დაფიქრდნენ და წინააღმდეგობა არ გაწიონ. მზია ამაღლობელის მაგალითიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შეიძლება ნებისმიერი რამ გააკეთოს ამ ხელისუფლებამ. ამაზე გარანტია არ არის. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ განსაკუთრებით მედიას დაუპირისპირდეს და მედია არ იყოს აქტიური". - განაცხადა ეკა გიგაურმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრულა. პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.