გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს - ფიშერი

22.03.25 17:57
გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს - ფიშერი

გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ფიშერი პირდაპირ წერს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, რის გამო ქვეყნის კავშირები როგორც გერმანიასთან ისე ევროპულ სახელმწიფოებთან ზარალდება. 

„50 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომელიც ხალხს აკავშირებს. დღეს ეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ზარალდება, რასაც ევროკავშირი და გერმანია ადასტურებენ. გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს“, - წერს პეტერ ფიშერი.