გიორგი ჩიკვაიძესთან 2 პირი შევიდა, განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა - პაპიაშვილი
მოშმშილე გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გლდანის ციხის კლინიკაში პატიმარზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი პაპიაშვილის განცახდებით, ადვოკატის წამოსვლის შემდგე, ჩიკვაიძესთან 2 პიროვნება შევიდა, რომელბიც პატიმარს ფსიქოლოგებად გაეცნენ და მასზე ზეწოლა განახორციელეს.
ჩიკვაიძს ბიზნესპარტნიორის თქმით, საუბრის თემა პოლიტიკური შეხედულებები იყო, რაც ფსიქოლოგების საქმიანობას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობას, პატიმრის მეგობრის ინფორმაციით, მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პატიმარი კი შიმშილობას აგრძელებს.
მეგობრებო,
გუშინ გიორგი გლდანის ციხის კლინიკაში მოინახულა ადვოკატმა. ადვოკატის წამოსვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები.
მათ მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მათი საუბრის თემა იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, რაც არ წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგების საქმიანობის სფეროს.
ახლა, უკვე ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ არ გადაყავთ გიორგი მრავალპროფილურ კლინიკაში.
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს და ის აგრძელებს შიმშილობას.
ინფორმაცია მოგვაწოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც მოინახულა გიორგი.
ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილია ოქმი", - წერს ირაკლი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს ჩიკვაიძის შიმშილობის მეთერთმეტე დღეა. ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.
პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.