თბილისში „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

22.03.25 20:31
თბილისში „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - ამ წუთებში მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეებიმსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით დაიძრებიან.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღევანდელი ფართომასშტაბიანი შეკრება საქართველოსა და აშშ-ს შორის 35-წლიან მეგობრობას ადასტურებს.

მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები.  ისინი "ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ითხოვენ. 

  • შეგახსენებთ, 27 მარტს ამერიკის სენატი "მეგობარ აქტს" განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. "მეგობარი აქტის" წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.

მსგავსი სიახლეები