თბილისში „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს - მარში მარჯანიშვილის მოედნიდან რამდენიმე წუთის წინ დაიძრა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიემარტებიან.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, სხვადასხვა შინაარსის ბანერები, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სენატორ ჯიმ რიშის და სხვა სენატორების ფოტოები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ- "საქართველოს გაუმარჯოს", "საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას- გაუმარჯოს".