ტაშის გამო დაკავებული სტუდენტი, გათავისუფლებისთანავე აქციაზე მივიდა

22.03.25 21:48
ტაშის გამო დაკავებული სტუდენტი, გათავისუფლებისთანავე აქციაზე მივიდა

სტუდენტი, რომელიც გუშინ ღამით ტაშის გამო დააკავეს,  გათავისუფლებისთანავე "მეგობარი აქტის" მხარდამჭერ აქციაზე მივიდა - ლუკა გოგია ამ წუთებში მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ მიუყვება.

გოგია ამბობს, რომ  იზოლატორიდან სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ მისი ადვოკატისთვის არც კი შეუტყობინებიათ, სწორედ ამიტომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა მოსამართლესთან სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დააკმაყოფილა და პროცესი 17 აპრილს ჩაუნიშნა. 

სამწუხაროდ, ადვოკატის ინფორმირება არ მოხდა, პროცესი მის გარეშე დაიწყო, თუმცა დავაყენე მოვითხოვე ვადა, რათა გავცნობოდი ვიდეო-მასალას, ასევე მომეპოვებინა საქმის მასალები და დავკავშირებოდი ადვოკატს. შემდეგ ეს შუამდგომლობა მოსამართლე ცეკვავამ დააკმაყოფილა და პროცესი მექნება 17 აპრილს, 12 საათზე, რის შემდეგაც გავიგებ განვაგრძობ თუ არა აქციაზე ასე აქტიურად სიარულს", - განაცხადა გოგიამ.

შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო. 

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. 

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

მსგავსი სიახლეები