უკრაინაში ლიკვიდირებულია ოსი სეპარატისტი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის მკვლელობაში მონაწილეობდა

23.03.25 10:29
უკრაინაში ლიკვიდირებულია ოსი სეპარატისტი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის მკვლელობაში მონაწილეობდა

უკრაინაში ლიკვიდირებულია ოსი სეპარატისტი, რომელმაც ქართველი ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ჯერ აწამა, შემდეგ კი მოკლა. კაზბეგ ტიმოვის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანტისაუკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ავრცელებს.

2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთერთი მათგანი იყო.

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული. მას აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. სწორედ ამ ვიდეო კადრებში ჩანს კაზბეგ ტიმოვი, რომელიც, გავრცელებული ინფრომაციით, უკრაინაში მოკლეს.