FDA-მ ,,ფაიზერის" მესამე დოზის, ბუსტერის, გამოყენების ნებართვა გასცა

23.09.21 10:07
FDA-მ ,,ფაიზერის" მესამე დოზის, ბუსტერის, გამოყენების ნებართვა გასცა

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) "ფაიზერის" მესამე დოზის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა. ბუსტერის გაკეთებას 65 წელს და  ზემოთ ასაკის ადამიანები შეძლებენ, რისკჯგუფების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს  მუშაკები, მასწავლებლები და მოხუცთა თავშესაფარში დასაქმებული პერსონალი. ბუსტერი ,,ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე ექვს თვეში გაკეთდება.

FDA-ის  განცხადებით, გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიღეს. 

ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ განაგრძობენ მონაცემთა ანალიზს და ამის მიხედვით მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს. 

FDA-ში მოდერნას ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. 

მსგავსი სიახლეები