ირანელი ჟურნალისტის ლიკვიდაციის საქმე - ვინ არის ფოლად ომაროვი და რას ამბობენ მასზე დმანისში
ირანელი ჟურნალისტის ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე დმანისიდანაა. "პირველები" 40 წლის კაცის ახლობლებს ესაუბრა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გაუგებრობა მოხდა და კრიმინალურ ავტორიტეტს აშშ-ს ციხიდან 4 წელიწადში გაათავისუფლებენ. საიდან აქვთ აღნიშნული ინფორმაცია, ნათესავები არ აკონკრეტებენ.
ფოლადი ჩემი ბიძაშვილია. ის ავტორიტეტია არა მარტო აქ, დმანისში, არამედ მთელ ევროპაში. კანონიერი ქურდის სახელით იცნობენ. ამერიკაში დააკავეს. ვიცით, რარაც პოლიტიკურია, მას დანაშაული არ ჩაუდენია. ნახავთ, მალე დამტკიცდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და 4 წელიწადში გამოუშვებენ ციხიდან, - ამბობს ომაროვის ნათესავი.
ფოლად ომაროვი წლები დმანისში ცხოვრობდა, რის შემდეგაც ბაქოში წავიდა, შემდგომ ჩეხეთში გადავიდა, ცხოვრობდა უკრაინაშიც.
დმანისში ამბობენ, რომ ომაროვი საქართველოში ნასამართლევიც კი არ არის.
ეს ვარსვლავი მის ჭიშკარზე, უბრალოდ, გემოვნების ამბავია. ფოლადამ სკოლა აქ დაამთავრა, აქ გაიზარდა. სანამ აქ ცხოვრობდა, კარგი ბიჭი იყო, საქართველოში ნასამართლევიც კი არაა, მერე არ ვიცით, იქ რას საქმიანობდა. მშობლები აქ ცხოვრობენ ახლა, უბრალოდ, ბაქოში არიანა ხლა წასულები. ეს ამბები რომ მოხდა, წავიდნენ, - ამბობს ადგილობრივი.
ირკვევა, რომ ომაროვი ევროპის სხვადასხვა ქალაქებში რამდენიმე სახელით და გვარით გადაადგილდებოდა. ბოლოს ის ჩეხეთში იმყოფებოდა და როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა, ჩეხეთმა ის აშშ-ს გადასცა.
გამხაურებულ ტრანსნაციონალურ დანაშაულზე აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა თავად ისაუბრა. ირკვევა, რომ ირანელ დისიდენტ ჟურნალისტზე შეიარაღებული თავდასხმა ნიუ-იორკში იგეგმებოდა. დადგინდა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით და კანონიერი ქურდების შუამავლობით დაქირავებული ქილერი ბრუკლინში ირანელი ჟურნალისტის მასიჰ ალინეჯადის მკვლელობას ამზადებდა. მკვლელი ალიჰ მეჰდიევი სამიზნესთან ახლოს იყო, თუმცა შეთქმულება ფედერალური გამოძიების ბიურომ ჩაშალა.
საქმის დეტალებზე სასამართლო პროცესზე თავად დაქირავებულმა ქილერმა ისაუბრა. თქვა, რომ ის კრიმინალურმა ავტორიტეტმა ფოლად ომაროვმა დაიქირავა და მას ამაში 30 ათასი დოლარი გადაუხადა.
ეფ ბი აი-ს გამოძიებით დგინდება, რომ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ კანონიერ ქურდს რაფეტ ამიროვს დაავალა, მოძებნა სანდო პირი, ვინც აშშ-ში ემიგრირებულ ჟურნალისტს მოკლავდა. ამიროვი ტავის მხრივ საქართველოს მოქალაქეს ფოლა ომაროვს დაუკავშირდა, რომელმაც ამერიკაში ქილერი მოიძია.
ფოლად ომაროვს უვადო პატიმრობა ემუქრება. 40 წლის ქართველი ახლა ამერიკის ციხეშია. მედია წერს, რომ კრიმინალური დაჯგუფების ბოსმა ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის სანაცვლოდ ხუთასი ათასი დოლარი მიიღო. დაკავებულს ჰყავდა ერთი თანამზრახველი.