ხარება რეჟიმმა დაზარალებულად ცნო - ნაწამები აქტივისტები ამბობენ, რომ "ოცნება" დასცინის

23.03.25 20:07
ხარება რეჟიმმა დაზარალებულად ცნო - ნაწამები აქტივისტები ამბობენ, რომ "ოცნება" დასცინის

ადამიანების დაცინვა და შეურაცხყოფა - ასე ეხმაურებიან აქციებზე ნაცემი და ნაწამები მომიტინგები ზვიად ხარაზიშვილის დანაყოფის დაზარალებულად ცნობას.

რის გამო ცნეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დაზარალებულად? შაბათის ეთერმა მოიპოვა წერილი, სადაც ხარება კრიმინალური პოლიციის უფროსს წერს, რომ აქციის მონაწილეებმა წყლის ჭავლის მანქანა ფერადი საღებავებით დაუზიანეს, გაუბზარეს საქარე მინა და სპეცრაზმელებს დაუზიანდათ ფეხსაცმელები.

ასობით ახალგაზრდას ხარებას დანაყოფმა სახის ძვლები დაუმტვრია, თუმცა რეჟიმმა დაზარალებულის სტატუსი სისხლიანი ნოემბრის შემოქმედებს მიანიჭა.

ათობით დემონსტრანტისთვის რეჟიმს დაზარალებულის სტატუსი არც კი მიუნიჭებია, ნაწილისთვის კი ისიც არ უთქვამს, აპირებს თუ არა მოძალადე სპეცრაზმლების დასჯას. არადა, ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს ჯერ პარლამენტთან გაუსწორდნენ, შემდეგ კი წამების მანქანებში. "ოცნების" პოლიციასს მათთვის ამ დრომდეე არ დაუბრუნებია ის მობილური ტელეფონები, ფოტოაპარატები, ელექტრონული ტექნიკა და ფული, რომელიც ხარებას სპეცრაზმელებმა მოიპარეს.

ზვიად მაისაშვილი საზოგადოებამ შემზარავი კადრის გავრცელების შემდეგ გაიცნო. ძირს დაგდებულ მომიტინგეს ომონი სახეში წიხლს გამეტებით ურტყამს. უგონო მდგომარეობაში მყოფი 23 წლის ახალგაზრა კლინიკაში ხალხმა გდაიყვანა. 30 ნოემბრის შემდეგ მაისაშვილს არავინ დაკავშირებია, ხარებას დანაყოფისგან განსხვავებით, მას დაზრალებული სტატუსი  ამ დრომდე არ აქვს. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები