იწყება თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი რეპრესიები?

23.03.25 20:37
იწყება თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი რეპრესიები?

საზოგადოებრივ მაუწყებელზე კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება. ამჯერად საქმეს ჩამოაშორეს რეჟისორი, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არხის ადმინისტრაცია პოლიტიკური დავალებების გაცემაში ამხილა.

"პირველების" ინფორმაციით, კახა მელიქიძის ნაცვლად საქართველო-სომხეთის დღევანდლი მატჩი თურქ რეჟისორს ჩააბარეს, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბოლო გაკეთებული განცხადებები გახდა, სადაც ვასილ მაღლაფერიძემ კადრში პრეზიდენტის გამოჩენის გამო რეჟისორი პოლიტიკური დავალებების შესრულებაში დაადანაშალა. 

კახა მელიქიძემ საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ მას ირაკლი კობახიძის და მთავრობის სხვა წევრების გამოჩენას კადრში რაც შეიძლება მეტჯერ სთხოვდნენ, რაც უეფას სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა. ამ განცხადების შემდეგ მელიქიძე თავდასხმის ობიექტი აქეთ გადა. საბჭოს სხდომაზე გიორგი იაკობაშვილი ამტკიცებდა, რომ რეჟისორმა გახარებული პრეზიდენტი და მოწყენილი მთავრობა კადრში მიზანმიმართულად გამოაჩინა.

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა ჟურანლისტი ანი ჯობავაც. ის საზოგადოებრივ მაუწყებლელზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, ბოლოს კი დილის გადაცემის ჟურნალისტი იყო. მისი სამსახური რეჟიმის ტყვე კოლეგის მხარდაჭერას და არხში პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ ხმის ამაღლებას შეეწირა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.