ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზების საქმე - დმანისელ ფოლად ომაროვს უვადო პატიმრობა ემუქრება

23.03.25 20:30
ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზების საქმე - დმანისელ ფოლად ომაროვს უვადო პატიმრობა ემუქრება

დმანისელ ფოლად ომაროვს ამერიკის ციხეში უვადო პატიმრობა ემუქრება. საქართველოს მოქალაქე დისიდენტი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებითაა დაკავებული.

კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ ომაროვს ირანიდან გაქცეული ალი-ნეჯადის ლიკვიდაცია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაუკვეთა. საქართველოს მოქალაქეს და მის თანამზრახველს ხუთასი ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადეს.

საქართველოს მოქალაქე თანამზრახველმა ქილერმა ჩაუშვა, იმ დროს, როცა ბრუკლუნში ირანელი ქალის სახლთან გამოიჭირეს და მკვლელობის გეგმა ჩაუვარდა. საქმის დეტალებზე სასამართლო პროცესზე ქილერმა თქვა, რომ ის კრიმინალურმა ავტორიტეტმა ფოლად ომაროვმა დაიქირავა და მას ამაში 30 ათასი დოლარი გადაუხადა. 

ომაროვი ახლა მოსამართლის ვერდიქტს ელოდება. ნაფიცმა მსაჯულებმა ის უკვე ცნეს დამნაშავედ. 4ო წლის კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.