47 გარდაცვლილი და 1653 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა

23.09.21 10:30
47 გარდაცვლილი და  1653 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 47 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2646 ადამიანი.

დღიურად 28 553 ტესტი ჩატარდა. 

ბოლო 24 საათში 12 948 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 700 895 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%, სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%.