პროტესტის 116-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პროტესტის 116-ე დღე - რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე იმყოფებიან სეუ-ს სტუდენტები, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა, ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ ათევენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.