სპეცოპერაცია ქუთაისში-დაკავებულია 7 ადამიანი

24.03.25 11:06
სპეცოპერაცია ქუთაისში-დაკავებულია 7 ადამიანი

ქუთაისში, სპეცოპერაციის შედეგად 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულთა შორისაა ბაზარ "ტაბახმელა 2023"-ის დირექტორი. მედიის თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებიდან ერთ-ერთს "ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან, დანარჩენების დაკავების ზუსტი მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.