მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს - “საკუთარი აზრის გამოთქმის გამო "ვისჯები“
თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, ნუცა ბრეგვაძე გაათავისუფლეს. ნუცა მიიჩნევს, რომ ის საკუთარი აზრის გამოთქმის გამო "ისჯება".
მისი თქმით, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი დღის მიუხედავად, ასეთი უსამართლობა, რაც დღეს ხდება, არასდროს უგრძვნია.
2025 წელი, 21 საუკუნეა და საკუთარი აზრის გამოთქმის გამო "ვისჯები". დღეიდან თურმე აღარ ვარ საჭირო კადრი, დასრულდა ჩემი და მერიის არქიტექტურის სამსახურის 7 წლიანი თანამშრომლობა, მადლობა იმ გამოცდილებისთვის რაც ამ პერიოდში მივიღე და მადლობა იმისთვისაც, რომ დღეს როგორც არასდროს ზუსტად ვიცი სწორ გზაზე ვარ. ბევრი კარგი და ბევრი ცუდი დღე ყოფილა, მაგრამ რაც ბოლო პერიოდში ხდება, ასეთი უსამართლობა არასოდეს მიგრძვნია. ერთი კაცის ეგოს მორგებული ქვეყანა და სახელწიფო ინსტიტუციები დიდხანს ვერ გაძლებს, საკუთარ სიმცირეს ვერ მორეულნი სხვების დამცირებას ცდილობენ, მაგრამ რომ იცოდე 229 კაცზე ბევრად მეტნი ვართ "ფრატელო", - წერს ბრეგვაძე.