სამი თვე შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან - კაციტაძის უწყება ისევ არ რეაგირებს

24.03.25 13:25
სამი თვე შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან - კაციტაძის უწყება ისევ არ რეაგირებს

უკვე სამი თვე შესრულდა, რაც შაბათის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, თუმცა ამ დრომდე კაციტაძის უწყება "ტიტუშკების" კვალზე ვერ გავიდა. 

"პირველებს" ადვოკატი ეუბნება, რომ მათ ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნაც კი არ მიუღიათ. არადა, მისი თქმით, როდესაც ეს ოლიგარქს სჭირდება, დასკვნა რამდენიმე საათში იდება.

ინტერესების დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ გამომძიებელ ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს. თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, კაციტაძის უწყებამ საგამოძიებო მოქმედებებიც კი კანონდარღვევით ჩაატარა.

7 დეკემბერი იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. მას შემდგომ უკვე მეოთხე თვეა, რაც არათუ შედეგი დაო რამე საგამოძიებო ორგანომ, არამედ საპროცესო მოქმედებები, რაც განახორციელა, თითოეული მათგანი არის არაეფექტურად განხორციელებული და ექსპერტიზები, რომლებიც დანიშნა, ჯერჯერობით არცერთ მათგანზე არ არის პასუხი მიღებული მაშნ, როცა ,რეალურად, საგამოძიებო ორგანოს სჭირდება, ჩვენ ვნახეთ სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით რამდენიმე საათში მოვიდა ექსპერტიზის დასკვნები თუნდაც ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, რაც ნათლად მიუთითებს, რომ უბრალოდ ვერ იძებს კი არა საგამოძიებო ორგანო, მას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს საქმეები გამოიძიოს. პირადი ჩხრეკაც, ამ პიროვნებების სახლის ჩხრეკაც და თან იმ პიროვნების, რომელიც არა საგამოძიებო ორგანომ დააიდენტიფიცირა, არამედ მედიამ და უბრალოდ, ვალდებულები იყვნენ ისინი, რომ ეს მაინც გაეკეთებინათ. ესეც რამდენიმე საათის შუალედით არის გაკეთებული. პირადი ჩხრეკა გაკეთებულია საგამოძიებო ორგანოში, რაც სრულიად აბსურდია, არავინ მოვა შენთან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთებით ან თუნდაც იმ ნივთებით, რომელიც შეიძლება, ფიგურირებდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულში. ეს ორგანო არ იქცევა ისე, რომ მათ ნდობის ხარისხი აამაღლონ საზოგადოებაში და მინიმუმ, ილუზია მაინც გააჩინონ იმის, რომ გამოძება მიმდინარეობს და თუ არა შედეგი, საპროცესო მოქმედებები მაინც დაიგეგმოს ისე, რომ ვიღაცას კანონიერი ნდობა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოს მიმართ, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.

ევროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ რეჟიმის მიერ ხარებას დაზარალებულად ცნობა მოქალაქეების დაცინვა და შეურაცხყოფაა. აქტივისტები აცხადებენ, რომ აქვთ მოლოდინი, რომ რეჟიმი იმ სპეცრაზმელებს დასჯის, რომლებიც ახალგაზრდებს არბევდა და სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა. 

500-მდე დაზარალებულია ფიზიკურად და პატიმრები კიდევ და მოკლედ, ამის შემდეგ როცა თითონ გვიცხადებენ თავს დაზარალებულად, ცოტა უხერხულობის შემცველია. რაღაც მომენტში ვხედავთ, რომ კუნთების თამაშით ძალის დემონსტრირებას ახდენენ და ამავდროულად, თვითონვე თავის თავს დაზარალებულად აცხადებენ. მე ვფიქრობ, თავისივე ღირსებას და რეპუტაციას ეს ზიანს აყენებს. გარდა იმისა, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან და დაცინვაა ეს, - ამბობს აქციაზე დაზარალებული ერეკლე ლოლაძე. 

კიდევ ერთი დაზარალებული ზვიად მაისაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებამ" ძალაუფლება და სისტემა საკუთარ თავზე მოირგო. 

როდესაც სილის გარტყმის გამო ადამიანებს აკავებენ ციხეში და როდესაც ამავე დროს, სპეცრაზმი ასე სასტიკად უსწორდება ადამიანებს, აწამებენ ავტობუსებში, სცემენ ქუჩაში, ასევე არ ინდობენ ჟურნალისტებს, ამ ყველაფრის ფონზე ეს არის ნათელი მაგალითი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობენ თავიანთ თავზე და სათავისოდ აქვთ მორგებული ეს ძალაუფლება და ეს სისტემა და იყენებენ ბოლომდე, - ამბობს აქციაზე დაზარალებული ზვიად მაისაშვილი.