პოლიტიკური შურისძიების გამოუძიებელი საქმე - ივანე გველესიანის თავდასხმაში ბრალდებული დაკავებული არ არის

23.09.21 11:30
პოლიტიკური შურისძიების გამოუძიებელი საქმე - ივანე გველესიანის თავდასხმაში ბრალდებული დაკავებული არ არის

პირველი ინტერვიუ "ქართლი ოცნების" ყოფილ მხარდამჭერთან, რომელსაც მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ. 

ივანე გველესიანი კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს. 60 წლამდე კაცი "პირველებთან"იხსენებს, როგორ მოუწყვეს ჩასაფრება და სცემეს ზონდერებმა. 

თავდასხმიდან სამი დღე გავიდა, პოლიციას თავდამსხმელები კი არც კი დაუდგენია, არადა კლინიკაში მყოფმა სასტიკად ნაცემმა გველესიანმა 72 საათის წინ სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ დეტალურად უამბო. 

გამოკითხვაზე არ გადავუყვანივართ, თვითონ იყვნენ მოსულები. მითხრეს, გამოძიება დაიწყოო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ და არა მგონია, ვინმე დააკავონ. 

განსხვავებული აზრის გამო ასეთი შემთხვევები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს. ყველა ერთ აზრზე ხომ ვერ ვიქნებით?! 

თავდამსხმელი სახის არეში მირტყამდა. ცხვირი მქონდა დამსხვრეული"- აცხადებს დაშავებული. 

 ივანე გველესიანს საკუთარ სახლთან 3 დღის წინ გაუსწორდნენ. "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ამბობს, რომ მან მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ მუქარის წერილები მიიღო.