“ციხეში უნდა დალპე“- ნიკა კაცია საპატიმროში დაბრუნების დროს მომხდარ ინციდენტს აღწერს
სინდისის პატიმარი, ნიკა კაცია სასამართლო დარბაზიდან საპატიმროში გადაყვანის დეტალებს ისხნებეს და წერს, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა მას შემედეგი სიტყვები მიაძახა - “ციხეში უნდა დალპე“
სინდისის პატიმრის წერილს მისი ძმა, ლაშა კაცი აქვეყნებს და წერს, რომ “ვინ ვის და სად ამოალპობს, მაგასაც ვნახავთ“.
“ციხეში უნდა დალპე“ - ეს ფრაზა მომაძახა ოფიცერმა სასამართლოდან როცა საპატიმროში დავბრუნდი. მაშინ ე.წ. მიმღებ კორპუსში, რატომ? იმიტომ რომ მაბუქნავეს და დავსვი კითხვა, რატომ იქცევით ასე? როლები რომ გაიცვალოს და მე რომ ასე მოგექცეთ, მოგეწონებათ? მოკლედ, ცისის ზოგიერთი თანამშრომელიც მაგრად იწყევლება,- წერია კაციას წერილში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.