ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კლინიკა "ვივა მედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს სასამართლოში უჩივლა. ის თემურ ქათამაძეს ფიზიკური დ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა.
თემურ ქათამაძე დღეს ნინო ნადირაძისთვის, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ისე ფეხის მოქნევას უარყოფდა და ამბობდა, რომ მათ ინცინდენტი მკურნალობის მეთოდზე მოხდა.
პროცესზე გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ინციდენტს უშუალოდ შეესწრნენ.
მათი მტკიცებით,“ქათამაძის მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინებაც ნინოს წინააღმდეგ და ასევე მან მოიქნია ფეხიც.“
ნინო ნადირაძე სასამართლოში არ გამოჩენილა, თუმცა, ზარი 112-ში სწორედ მან განახორციელა და დააფიქსირა, რომ ბათუმელმა მედროშემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.