"ფაიზერი" ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, მართლა საბოტაჟს აწყობთ? - ცერცვაძე

22.09.21 23:36
"ფაიზერი" ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, მართლა საბოტაჟს აწყობთ? - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, საქართველოში ვაქცინაციის ტემპით უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ ვაქცინას ვადა გასდის. 

„ფაიზერი“ გვაქვს. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?", -ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. 

მსგავსი სიახლეები