რეჟიმის ორმაგი სტანდარტი - რისთვის იყენებენ ე.წ. რობოტ კამერებს
რისთვის სჭირდება რეჟიმს ე.წ. რობოტი კამერები? - უფლებადამცველები "ქართული ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.
მათი თქმით, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის მონაწილეების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მტკიცებულება სჭრიდება, კამერის ჩანაწერები "მარტივად იძებნება", მაგრამ სადაც პოლიციელების, ან სპეცრაზმელების დანაშაულია ასახული, ამბობენ, რომ "კამერები არ მუშაობს".
ახალი სათვალთვალო მოწყობილობები დამონტაჟებულია თეატრალურთან, ილიას უნივერსიტეტთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, პარლამენტთან.
“რადიო თავისუფლების“ ცნობით, ბოლოს, შსს-მ 28 თებერვალს ასი ახალი კამერა შეისყიდა, რომელიც ერთგვარი “რობოტ კამერაა“ და მას არა მხოლოდ გამოსახულების, არამედ მას ხმის ჩაწერაც შეუძლია. მას ასევე კარგად იყენებენ ადამიანის სახის ამოსაცნობად და იმისთვისაც, ვინ როგორ განწყობაზეა.
ულფებადამცველებს აინტერესებთ, რამდენად შესაძებელია ასეთი ტოტალური კონტროლის მასშტაბის ფონზე, იყოს ადამიანის უფლება დაცული.
მათი თქმით, ასეთი შეუზღუდავი ძალაუფლების მინიჭებით, სხვადასხვა უწყებებისთვის, შესაძლოა, ითქვას, რომ ადამიანების პერსონალური უფლებები ირღვევა.
ეს კამერები, შეუიარაღებლი თვალითაც ჩანს, რომ ძალიან მომრავლდა, ცოტა უკვე სასაცილოცაა. მისი განთავსება და გამოყენება არის პერსონალური მონაცემების დარღვევა და მისი გამოყენება ხდება ქართული კანონმდებლობის დარღვევით, ჩვენ ვნახეთ არაერთი კადრი, როგორ იყენებს პოლიცია ამ კამერებს პერსონალური მონაცემების უკანონოდ შესაგროვებლად. არანაირი კონტროლი არ არსებობს და ჩვენ რეალურად არ გვყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ხედავთ, რომ ყოველდღიურობაში უამრავი ადამიანის მიმართ გამოიყენება ეს ჩანაწერები მაშინ, როცა ეს მათ სჭირდებათ. უდაოა და არაერთხელ დადასტურდა, რომ გარკვეული ორმგი სტანდარტებით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება და როცა ხელისუფლებისთვის და პოლიტიკური ინტერესებისთვის სასარგებლოა, მაშინ ხდება ამ ჩანაწერების ამოღება. ხოლო როცა არაა სასარგებლო, მაშინ რაიმე ტექნიკური მიზეზით, უარს ამბობენ მასალების გადმოცემაზე“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, რომელი უწყება ინახავს ამ კადრებს. ოფიციალური ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა მსგავსი ჭკვიანი კამერების შეძენაში.