სვეტიცხოველი საფრთხეშია - როგორ პასუხობს მძიმე პრობლემას ივანიშვილის გუნდი
"მუდმივი არაფერია" - ასე პასუხობს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი სვეტიცხოვლის თემაზე დასმულ კითხვას. გუნდი, რომლის ხელშიც მართვის სადავეებია, პასუხისმგებლობას არ იღებს, რომ მათი მმართველობის პერიოდში უნიკალური ძეგლები საქართველოში ნადგურდება.
ჯერ იყო გელათი და ახლა უკვე სვეტიცხოველი, სადაც წყალი ჩამოდის. უკვე მესამე დღეა, რაც სვეტიცხოველში წყალმა გაჟონა და მრავალსაუკუნოვანი ფრესკები საფრთხის ქვეშაა, თუმცა ამ დრომდე ადგილზე არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა. არადა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაცია აქვს, თუმცა ამ დრომდე უმოქმედოა.
მღვდელ-მონაზვნებს პირობა მისცეს, რომ ხვალ ე.წ. ხარაჩოების მონტაჟს დაიწყებენ, მაგრამ კონკრეტულად სახურავს როდის შეაკეთებენ, უცნობია. არადა ყოველი გაჭიანურებული დღე სვეტიცხოვლისთვის კრიტიკულია.
სასულიერო პირებმა წყლის გაჟონვა თაღის სამხრეთ ნაწილში შაბათს შეამჩნიეს, თუმცა ამბობენ, რომ ინფილტრაციის შემთხვევები სხვა ლოკაციაზე მანამდეც იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე პრობლემის ლოკალურად მოგვარება ხდებოდა. არადა, სავარაუდოდ, დაზიანება უფრო მასშტაბურია და სვეტიცხოვლის გადახურვის სრულად შესწავლაა აუცილებელი.
სვეტიცხოველი საფრთხეშია - დეტალები იხილეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.