ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს უჩივლა - რას ამტკიცებს კლინიკის ხელმძღვანელი და რაში ადანაშაულებს "ვივამედს" სინდისის პატიმარი

24.03.25 20:20
ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს უჩივლა -  რას ამტკიცებს კლინიკის ხელმძღვანელი და რაში ადანაშაულებს "ვივამედს" სინდისის პატიმარი

ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმა - კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ამტკიცებს, რომ თემურ ქათამაძემ "ვივამედის" კლინიკის პალატაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 6 მარტს, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ნადირაძემ მედროშის დასჯაა გადაწყვიტა და 112-ში თავად დარეკა. 

რის გამო დაიწყო დაპირისპირება "ვივამედის" კლინიკაში? ამ მთავარ კითხვაზე პასუხი სწორედ დირექტორ ნადირაძეს უნდა გაეცა, თუმცა ის დღეს პროცესზე არ მივიდა, რადგან ამბობს, რომ იუბილარია. 

ბათუმელი მედროშე, რომელიც რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი გახდა, დღეს სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ ნინო ნადირაძემ პროვოკაცია მოუწყო. 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ, თემურ ქათამაძე "ვივამედში" გადაიყვანეს, სადაც ნადირაძემ პატიმარს არასათანადოდ უმკურნალა. 

მოსამართლე სიტყვას აწყვეტინებდა თემურ ქათამაძეს, თუმცა ყურადღებით უსმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მოწმეებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირაძე ტყუილში ამხილეს. მოწმეები ამბობდნენ, რომ ქათამაძემ სხდომათა დარბაზში ფეხი ნამდვილად მოიქნია, თუმცა არავის მოხვედრია. 

ნინო ნადირაძე ბათუმელი მედროშის წინააღმდეგ - დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.