ოლიგარქი მოქალაქეებს უთვალთვალებს

24.03.25 20:38
ოლიგარქი მოქალაქეებს უთვალთვალებს

ე.წ. ჭკვიანი კამერებით გადავსებული თბილისის ქუჩები - ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ რეჟიმს მოქალაქეების ტოტალური კონტროლი აქვს დაწყებული. იღებენ და სავარაუდოდ, გვისმენენ კიდეც, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგება, მასალას ისე იყენებენ, როგორც თავად აწყობთ.

ყველგან კამერებია, სადაც ხალხმრავალი აქციები იმართება. ჭკვიანი კამერები დაამონტაჟეს რესპუბლიკის მოედანზე. კამერებით აღჭურვეს კოსტავას ქუჩაც, სადაც უკვე ოთხი თვეა საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები საღამოობით იკრიბებიან და მარშით რუსთაველისკენ მიდიან.

პარლამენტის გარშემო ყველა ქუჩაზე და მთავარ გამზირზე, ჯამში 50-ზე მეტი ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული. აკონტროლებენ ყველა კუთხეს და ყველა კუნჭულს. სწორედ ამ კამერების დახმარებით აჯარიმებენ ანტირუსული აქციის მონაწილეებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 ნოემბრიდან დღემდე ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ თბილისი ციხის საკნად გადაექციათ, თუმცა არის შემთხვევები, როცა მოქალაქეებს აჯარიმებენ, მაგრამ კადრებში არაფერი ჩანს.

ოლიგარქი მოქალაქეებს უთვალთვალებს - ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.