ქვეყანაში კიდევ ერთმა პროტესტმა იფეთქა - კობახიძე ჭიათურელ მაღაროელებს არ შეხვდა

24.03.25 20:56
ქვეყანაში კიდევ ერთმა პროტესტმა იფეთქა - კობახიძე ჭიათურელ მაღაროელებს არ შეხვდა

მაღაროელების პროტესტი კობახიძის კაბინეტთან. ჭიათურიდან არალეგიტიმურ ხელისუფლებას ხმა რომ ვერ გააგონეს, მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ. ხალხი უსამსახუროდ და ბანკების ვალების პირისპირ დატოვეს. გაწყდეს ხელშეკრულება "ჯორჯიან მანგანეზთან" და დაიფაროს დავალიანება - ამ მოთხოვნებით მაღაროელები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. 

მთავრობის ადმინისტრაციის კარი ჭიათურელებისთვის დაკეტილი იყო, ამიტომ მაღაროელებმა მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს. უკვე 25 დღეა ჭიათურაში უწყვეტი პროტესტია. მაღაროელების ქალაქში სამუშაოები გაჩერებულია, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ დღეიდან მათი შეკრების ადგილი არალეგიტიმური მთავრობის ოფისი იქნება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები