"გიორგისთან იყვნენ შესულები და პოლიტიკური კითხვები დაუსვეს - ამას ნუღარ გააკეთებთ" | ეკა წერეთელი
მოშიმშილე გიორგი ჩიკვაიძის გარემოცვის წევრები "ტვ პირველის" ეთერში ბიზნესმენზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მცდელობის ფაქტს იხსენებენ და ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩიკვაიძესთან ციხეში ორი პიროვნება იყო შესული, რომლებიც ბიზნესმენს პოლიტიკური შინაარსის მქონე შეკითხვებს უსვამდნენ.
ოთხ კედელში გამოკეტილი ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი აცხადებს, რომ მიუხედავად პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რეჟიმი ჩიკვაიძის გატეხვას ვერანაირი გზით შეძლებს.
"ამას ნუღარ გააკეთებთ. ეს ადამიანი ასეთი ზეწოლებისთვის მზად არის" - აღნიშნავს ეკა წერეთელი.
კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ორი-სამი დღის წინ მასთან შესული იყო 2 ვითომ ფსიქოლოგი. შეიძლება, მართლა ფსიქოლოგებიც იყვნენ, ქალი და კაცი და რაღაც პოლიტიკური კითხვები დაუსვეს, ამას ნუღარ გააკეთებთ. ეს ადამიანი ასეთი ზეწოლებისთვის მზად არის. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მასზე ზეწოლა განვახორციელოთ, ჩვენი მიზანი, ჩემი, როგორც დედის და თქვენი, როგორც როდინობის, რომ პატიმარი მოშიმშილე, რომელიც გყავთ გლდანის საავადმყოფოში და ის, რაც ადამიანს გამოატარეთ, არ არის სწორი". - ამბობს ეკა წერეთელი.
ამავე პოზიციას იზიარებს გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი. ირაკლი პაპიაშვილი ამბობს, რომ ჩიკვაიძე მენტალურად ძლიერი პიროვნებაა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა წარმოუდგენელია.
წარმოუდგენელია, რომ გიორგიზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ. გიორგი არის მენტალურად ძლიერი პიროვნება, განათლებული და მასზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ, ვინც არ უნდა შეუშვან." - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.