ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა

23.09.21 12:31
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა

ბოლო სამ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 42 006 ადამიანი აიცრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაციის ტემპი საქართველოში შემცირდა.  ბოლო 24 საათში 12 948 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 700 895 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%, სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%.