როდესაც ჩემს კოლეგებს მხარი დავუჭირე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთმა სახემ მაგინა - ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე "ტვ პირველის" ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ "ვასილ მაღლაფერიძის კლანი" ყველა იმ ადამიანს იღებდა მიზანში, რომლებიც მათგან განსხვავებულ პოლიტიკურ-სოციალურ იდეოლოგიას იზიარებდნენ.
ქეთი თუთბერიძე კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს და საკუთარ მაგალითზე ყვება, რომ ტელევიზიიდან წასული თანამშრომლებისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო, პირველი არხის ერთ-ერთმა "სახემ" აგინა.
მყარად გამყარებული ვასილ მაღლაფერიძის კლანი ამოგიჩემებს შენი პოზიციის და იდეოლოგიის გამო. მათთვის მიუღებელი იყო ჩემი ლიბერალური ხედვები, ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება მთავრობასთან. ბოლო პერიოდში, ჩვენ როცა ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობდით სხვადასხვა ეთერებში და საჯაროდ ცენზურაზე, მათ მიმართ ხორციელდებოდა საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა, როდესაც სამსახურში მოდიოდნენ და როდესაც გაუშვეს და მე მათ მხარი დავუჭირე, მაშინ მე ესე პირდაპირ, უცენზუროდ მაგინა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ წამყვანი სახე ქალი. ოთახში შემოვიდა და უკანასკნელი სიტყვებით გამლანძღა. მე ამის გარეშეც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ეს იყო ბოლო წვეთი", - ამბობს ქეთი თუთბერიძე.